ამის შესახებ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის პირველი მოადგილე თეა ონიანი აცხადებს.

"მსურს კიდევ ერთხელ გამოვეხმაურო ცალკეული საინფორმაციო საშუალებების მიერ დღეს გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოსდა თანამდებობიდან გამათავისუფლეს ძეგლების მდგომარეობის შესახებ გაკეთებული მწვავე განცხადებების გამო. 

აღნიშნული ცრუ ინფორმაციის გავრცელება მიზნად ისახავს როგორც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს, ასევე  პირადად  ჩემს დისკრედიტაციას. 

მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ ვიკავებ სააგენტოს გენერალური დირექტორის პირველი მოადგილის პოზიციას. სააგენტოს პროფესიონალ გუნდთან და ახალ ხელმძღვანელთან ერთად განვაგრძობ მუშაობას", - განაცხადა თეა ონიანმა.