თბილისის მერიის განცხადება
მტკვრის მარცხენა სანაპიროზე დაგეგმილი სამუშაოების გამო, საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება
მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, მიწისქვეშა კომუნიკაციების რეაბილიტაციის მიზნით, საავტომობილო მოძრაობა ერთი დღით ნაწილობრივ შეიზღუდება.
კერძოდ, მიმდინარე წლის 5 აგვისტოს 14:00 საათიდან დღის ბოლომდე, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე - დიმიტრი უზნაძის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიიდან გალაკტიონის ხიდის მიმართულებით, საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება.
თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო!" - ნათქვამი დედაქალაქის მერიის გავრცელებულ ინფორმაციაში.