თბილისის მთავარ მოედანზე, ამ დროისთვის, სატრანსპორტო მოძრაობა სრულად აღდგენილია.
ცოტა ხნის წინ, რუსთველი გამზირზე, დასუფთავების სამსახურის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ, რომლებმაც მიმდებარე ტერიტორია გაწმინდეს.
ტერიტორიაზე დემონსტრანტები აღარ იმყოფებიან, თუმცა საპოლიციო დანაყოფების ნაწილი ადგილზე რჩებიან. დაშავებულთა შორის არიან აქციის მონაწილეები, სამართალდამცველები, ჟურნალისტები და პოლიტიკოსები.
შეგახსენებთ, შსს-მ პარლამენტთან მიმდინარე აქციის დასაშლელად წყლის ჭავლი გამოიყენა.
მანამდე კი შსს-მ გაავრცელა განცხადება, სადა ნათქვამი იყო აქცია გასცდა მანიფესტაციის კანონით დადგენილ ნორმებს, დაემორჩილეთ სამართალდამცველთა მითითებებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოვიყენებთ სპეციალურ საშუალებებს.
საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ "მივიღეთ გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დავაყენოთ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი ". რასაც საპროტესტო აქცია მოჰყვა.
რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციის დროს დაშავდნენ ჟურნალისტები, ოპერატორები და შსს-ს თანამშრომლები.