„ევროპის საშობაოდ მორთული ჯადოსნური ქალაქები“-CNN-მა 12 ევროპული ქალაქი დაასახელა, რომელთა მონახულებას მოგზაურებს შობა-ახალ წელს ურჩევს.
ავსტრიულ, გერმანულ, ფრანგულ, ბელგიურ, ჰოლანდიურ, ნორვეგიულ და პოლონურ ქალაქებს შორის საქართველოს დედაქალაქიც მოხვდა. სტატიის ავტორი ჯო მინიჰელი CNN-ის სამოგზაურო პორტალის მკითხველს თბილისის მონახულებას ურჩევს.პ.ს. შეგახსენებთ, წელს საახალწლო დღეების ათვლა ჩვენს ქალაქში 15 დეკემბრიდან იწყება. კიდევ უფრო ჯადოსნური, დაუვიწყარი დღეები გველოდება, როგორც ამ ულამაზესი ქალაქის მაცხოვრებლებს, ისე ჩვენს სტუმრებს.