საპატრიარქოს უსაფრთხოების სამსახურის საორგანიზაციო განყოფილების უფროსის ყოფილი მოადგილე ტარას შავშიშვილი "ნანუკას შოუში" ადასტურებს ინფორმაციას, რომ პატრიარქის დაცვის ყოფილი უფროსის სოსო ოხანაშვილის მოხსნის შემდეგ, შორენა თეთრუაშვილი შევიდა პატრიარქთან თოჯინით და უთხრა, რომ მან ჯადო იპოვა.

"არა მხოლოდ შორენა თეთრუაშვილი, კიდევ მთელი ამალა იყო, რომლებიც ამ ამბავში მონაწილეობდნენ. რომლებმაც თითქოს აღმოაჩინეს იქ ჯადოები. ამაზრზენი ფაქტებია", - განაცხადა ტარას შავშიშვილმა.