ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალაიამ და დასაქმების ხელშეწყობის სააგენტოს დირექტორმა ნინო ველთაურმა  ყირგიზეთის დელეგაციას უმასპინძლეს. შეხვედრის მიზანს, მათთვის შრომისა და დასაქმების მიმართულებით, საქართველოში მიმდინარე თუ განხორციელებული რეფორმების გაცნობა წარმოადგენდა.

ყირგიზეთის რესპუბლიკის შრომის,სოციალური დაცვისა და მიგრაციის სამინისტროს მაღალი რანგის წარმომადგენლებმა, ინფორმაცია მიიღეს, საქართველოში, შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკის ღონისძიებების, დასაქმების მაძიებელთათვის პროფესიული გადამზადებისა და კარიერის დაგეგმვის პროგრამების შესახებ.

შეხვედრაზე, მხარეებმა განიხილეს, საქართველოში, სპეციალური კატეგორიის მოქალაქეებთან მუშაობის მიდგომები. ისაუბრეს დასაქმებისა და შრომის მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე და მათ აღმოსაფხვრელად დაგეგმილ პროგრამებზე.

ყირგიზეთის დელეგაციის წარმომადგენლები, დასაქმების ხელშეწყობის სააგენტოში, მიმდინარე პროექტებს, სერვისებს, მონიტორინგისა და სპეციალური კატეგორიის მოქალაქეებთან მუშაობის მიდგომებს გაეცნენ. მოგვიანებით კი, რუსთავის დასაქმების სერვისს ცენტრს ეწვივნენ და სამუშაო პროცესს ადგილზე გაეცნენ.

ყირგიზეთის დელეგაციის - შრომის, სოციალური დაცვისა და მიგრაციის, განათლებისა და ფინანსთა მინისტრების მოადგილეების ვიზიტი, საქართველოში, 8 დეკემბრამდე გრძელდება.