ჯანმრთელობის უსაფრთხოების სამოქმედო გეგმა, ქვეყანას საზოგადოებრივი ჯანდაცვის რისკებთან რეაგირებისთვის მოამზადებს“- აღნიშნულის შესახებ თამარ გაბუნიამ, "საქართველოში, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის უსაფრთხოების პოლიტიკის დიალოგისადმი" მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, მოწვეულ სტუმრებს, საქართველოში ჯანმრთელობის უსაფრთხოების სამოქმედო გეგმის შემუშავების მიზნით გასატარებელი ღონისძიებები გააცნო, ვინაიდან, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია და საერთაშორისო თანამეგობრობა მოუწოდებენ ქვეყნებს, შეიმუშაონ სამოქმედო გეგმები, რომლებიც ხელს შეუწყობს ჯანმრთელობის საერთაშორისო ნორმების მოთხოვნების შესრულებას.
მისივე განმარტებით, სამოქმედო გეგმა მნიშვნელოვან როლს შეასრულებს მოსახლეობის ჯანმრთელობის ხელშეწყობის, სიცოცხლის გადარჩენისა და გლობალური ჯანმრთელობის სტაბილურობის უზრუნველსაყოფად.
შეხვედრაზე, ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრებმა, სხვა ქვეყნების გამოცდილების მიხედვით ჯანმრთელობის უსაფრთხოების სამოქმედო გეგმის შემუშავების პრაქტიკულ მაგალითებიც წარმოადგინეს.ისაუბრეს მონაწილე უწყებების როლსა და პასუხისმგებლობებზე.
„ჯანმრთელობის უსაფრთხოების საკითხები მზარდი მნიშვნელობის თემაა. პროცესში აქტიურად არიან ჩართულები, როგორც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლები, ასევე სხვადასხვა უწყების წევრები.სამოქმედო გეგმა, საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და სხვადასხვა სექტორის მზაობას დაემყარება. შეხვედრაზე, სამომავლო გეგმებთან დაკავშირებითაც ვიმსჯელეთ, რათა სამოქმედო გეგმა,ჯანმრთელობის საერთაშორისო რეგულაციებთან შესაბამისობაში მოვიყვანოთ. ასევე მნიშვნელოვანია, გაძლიერდეს ჯანდაცვის სისტემების შესაძლებლობები. მულტისექტორული პასუხი ნებისმიერ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია“,-აღნიშნულის შესახებ თამარ გაბუნიამ განაცხადა.
ღონისძიება დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით გაიმართა.
შეხვედრას, თავდაცვის მინისტრის მოადგილე ლელა ჩიქოვანი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის, გაეროს სააგენტოების, საერთაშორისო ორგანიზაციების, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროპის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.