საქართველოს ნაკრებს ვგულშემატკივრობ არა იმიტომ, რომ ფეხბურთელების პოლიტიკური პოზიცია მომწონს, არამედ იმიტომ, რომ საქართველოს ნაკრებია. ყოველთვის ვუგულშემატკივრებ და ეს ჩემთვისაა - ფეხბურთელებს ამას ვერ დავამადლი." - ამის შესახებ პარტია "ფედერალისტების" ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
"რაც შეეხება ფეხბურთელების სამოქალაქო პოზიციას - სწორი პოზიცია იმიტომ უნდა დაიკავონ, რომ სწორია და არა იმიტომ, რომ აღარ ვუგულშემატკივრებ საქართველოს დროშას, თუ მამარდაშვილი იმას არ იტყვის, რაც მესიამოვნება - ყოველთვის ვუგულშემატკივრებ საქართველოს.
და არა, იმიტომ არ წააგეს რომ სწორი სამოქალაქო პოზიცია არ უჭირავთ - ჩვენ გარშემო არ ტრიალებს სამყარო და გაიზარდოთ ეგებ - საბავშვო ბაღის ასაკიდან გამოხვიდეთ.
იმიტომ წააგეს, რომ ეგეთ ფორმაში არიან.
ცხადია ვწუხვარ, რომ დამოუკიდებლობის და საქართველოს დროშის გადარჩენისთვის ბრძოლა ნაკრების ფეხბურთელების გარეშე გვიწევს, მაგრამ მე მგონია ეს იმიტომ ხდება, რომ ვერ ხვდებიან რა დევს სასწორზე.
საქართველოს და მის ყველა ნაკრებს გაუმარჯოს 🇬🇪- წერს თამარ ჩერგოლეიშვილი "ფეისბუკზე".









