ტაი არაბული, რომელსაც უცხოეთში გულის გადანერგვის ურთულესი ოპერაცია ჩაუტარდა, თბილისის იუბილარ მერს მადლობას უხდის თანადგომისთვის და დაბადების დღეს ულოცავს. ამის შესახებ მერიის პრესსამსახურის უფროსი მანანა თოქმაჯიშვილი სოციალურ ქსელ „ფეისბუკში“წერს და ტაისთან მიმოწერას ასაჯაროებს.
„მინდა კახის მიულოცოთ ჩემგან იუბილე, სულ წარმატებული და გახარებული ყოფილიყოს მის ლამაზ ოჯახთან ერთად. ასევე ძალიან დიდ მადლობას ვუხდი ჩემს გვერდში დგომისთვის და გულშემატიკვრობისთვის. საამაყო მერი და ადამიანია. მეც აწი მალე ჩამოვალ და იმედია შევხვდებით. წარმატებები და წინსვლა კიდევ ერთხელ კარიერაშიც და ცხოვრებაშიც. ულევ სიხარულს, სიყვარულს და პირველ რიგში ჯანმრთელობას ვუსურვებ,”-წერს ტაი არაბული.
22 წლის ახალგაზრდას ჯანმრთელობის პრობლემები გასულ წელს შეექმნა და მისი სიცოცხლის გადარჩენაში, სახელმწიფო დახმარების გარდა კერძო პირებიც ჩაერთვნენ. მათ შორის იყო კახა კალაძე, რომელიც ტაის ოჯახს, მერიის დაფინანსების გარდა პირადადაც დაეხმარა.