ბიზნესმენი, ცხოველთა თავშესაფრის ხელმძღვანელი თამაზ ელიზბარაშვილი საცხოვრებელ სახლიდან სამართალდამცველებმა წაიყვანეს.
როგორც "აიპრესს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, "თამაზ ელიზბარაშვილი დაკავებულია ადმინისტრაციული წესით. მან პოლიციელებს ხელი შეუშალა პროფესიული მოვალეობის განხორციელებაში. გაუწუა წინააღმდეგობა და მიაყენა შეურაცხყოფა".
ბიზნესმენის და ცხოველთა თავშესაფრის ხელმძღვანელის საცხოვრებელ სახლსა და ავტომანქანაში დაკავებამდე ჩხრეკა მიმდინარეობდა
როგორ "აიპრესს" შსს-შ განუცხადეს ელიზბარაშვილის მანქანაში და სახლში საგამოძიებო მოქმედებები სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუქარისა და 236-ე ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ტარდება.








