მცხეთაში, სვეტიცხოველის საკათედრო ტაძარი დღეს ზეთის ცხება კორნაცირუსი გავრცელების პრევენციის მიზნით, რეკომენდაციების გათვალისწინებით ჩატარდა.
"სვეტიცხოველში ხუთშაბათობით 26 მარტს 2 და 9 აპრილს. 13:00 საათზე შესრულდება 7 გზის ზეთისცხება. გთხოვთ ! ტაძარში დაიცვათ 2 და ტაძრის გარეთ 1.5 მეტრი დისტანცია. რისთვისაც წინასწარ გიხდით მადლობას ! თქვენთვის მლოცველი და თქვენს ლოცვებში მოხსენებული არქიმანადრიტი სერაფიმე (ჭედია)" - ნათქვამია სვეტიცხოველის "ფეისბიქგვერდზე"     შეგახსენებთ, საქართველოს საპატრიარქომ კორონა ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მრევლს მოუწოდებს: “ვისაც ჯანმრთელობა არ უწყობს ხელს, დარჩნენ სახლში სრულ განკურნებამდე, ხოლო ტაძრებში ადამიანებს შორის მანძილი დაცულ იქნას 2 მეტრით, ეზოში კი,- 1,5 მეტრით (ამისთვის მიმდინარეობს დასადგომი ადგილების მონიშვნა და ტაძრების რადიოფიცირება)” . ცნობისთვის, ამ დროისვის საქართველოში კორონავირუსის 79 დადასტურებული შემთხვევაა, აქედან 10 გამოჯანმრთელდა.