STADLER -ის ორსართულიანი მატარებელი, რომელიც საქართველოს რკინიგზამ 40 მილიონ ევროდ შეიძინა, საქართველოში უკვე ჩამოვიდა, - „აიპრესთან“ ამის შესახებ „საქართველოს რკინიგზის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, დაჩი ცაგურიამ განაცხადა.
"ივლისის ბოლოდან STADLER -ის ორსართულიანი მატარებელი საქართველოში იქნება და აჭარის ურეკი ქობულეთის მიმართულებით, შავი ზღვის კურორტებისკენ იმოძრავებს. ორსართულიანი მატარებელი ერთი რეისით 400 მგზავრს მოემსახურება.
მატარებლის შიდა სივრცე ბოლომდეა ათვისებული და ისეა გაკეთებული, რომ სამგზავრო სივრცე ორივე სართულზეა გადანაწილებული.
ეს არის მსოფლიოში უმაღლესი ბრენდი STADLER-ი“, - განაცხადა ცაგურიამ.