საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში, ორბელიანის მოედანზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო. უფრო ზუსტად, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს.

ცნობისთვის, სოციალურ ქსელში ვრცელდება ორბელიანის მოედანზე გადაღებული კადრები, სადაც ჩანს, რომ მამაკაცი ქალს ფიზიკურად უსწორდება.