„ღრმა მწუხარებას გამოვხატავ მამუკა ჩარკვიანის გარდაცვალების გამო, რაც მთელი ქვეყნისთვის დიდი ტკივილია. ვუსამძიმრებ მის ოჯახს, მეგობრებს და ყველა იმ ადამიანს, ვისაც მამუკა ჩარკვიანის შემოქმედება გულში აქვს. მისი სითბო და სიმღერები ჩვენთან სამუდამოდ დარჩება.“
ნათქვამია სამძიმრის წერილში, რომელსაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მუსიკოსი მამუკა ჩარკვიანის გარდაცვალების გამო სამძიმრის განცხადებას სოციალურ ქსელში აქვეყნებს.