საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სახელოვანი ქართველი მუსიკოსის ლიანა ისაკაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს. როგორც პარლამენტის თავმჯდომარის სამძიმარშია აღნიშნული, თანამედროვეობის ერთ-ერთი თვალსაჩინო მევიოლინეს და მუსიკოსის სახელს უკავშირდება არაერთი წარმატებული პროექტის შექმნა და ჩვენი ქვეყნის სახელის ღირსეული წარმოჩენა საერთაშორისო ასპარეზზე.
"მწუხარებას გამოვხატავ სახელოვანი ქართველი მუსიკოსის და გამორჩეული ადამიანის ლიანა ისაკაძის გარდაცვალების გამო. თანამედროვეობის ერთ-ერთი თვალსაჩინო მევიოლინეს და მუსიკოსის სახელს უკავშირდება არაერთი წარმატებული პროექტის შექმნა და ჩვენი ქვეყნის სახელის ღირსეული წარმოჩენა საერთაშორისო ასპარეზზე. ვუსამძიმრებ ქალბატონი ლიანა ისაკაძის ოჯახს, კოლეგებს და მის თაყვანისმცემლებს საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ,” - წერს პარლამენტის თავმჯდომარე.
ცნობისთვის, 78 წლის ასაკში გარდაიცვალა მუსიკოსი, მევიოლინე ლიანა ისაკაძე.