თბილისის საკრებულოს სატრანსპორტო კომისიის თავმჯდომარემ შალვა ოგბაიძემ საკრებულოს სხდომაზე ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს, აღნიშნული რეფორმის შემდეგ გადასახადის გაძვირებაა მოსალოდნელი, სიმართლეს არ შეესაბამება.

,,ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპის დაწყების შემდეგ, გავრცელდა ინფორმაცია გადასახადის გაძვირების თაობაზე. სრული პასუხისმგებლობით ვიმეორებ დედაქალაქის მერის სიტყვებს, რომ ტარიფის გადახედვა და მით უმეტეს, გაძვირება არ იგეგმება’’, -განაცხადა დეპუტატმა და აღნიშნა, რომ დღეისათვის 19 ათასზე მეტი ლიცენზირებული ტაქსისტია დაფიქსირებული, რომელთაგან უმეტესობა A კატეგორიისაა.

საკრებულოს წევრი გამოსვლაში პატიმრების თემას შეეხო და განაცხადა, რომ ნაციონალურის მოძრაობის წევრებს პატიმრებზე საუბრის უფლება არ აქვთ.

,,თქვენი მხრიდან პატიმრებზე საუბარი უტიფრობაა, ეს მაშინ, როცა ჩემი ორივე შვილი, მხოლოდ იმიტომ, რომ ჩემი შვილები არიან, სასტიკად აწამეს’’,-განაცხადა შალვა ოგბაიძემ.