"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი შალვა ნათელაშვილი  სასტუმრო "მამიდას“ მფლობელის,  როენა ხუცურაულის გარდაცვალების გამო სოციალურ ქსელში სამძიმარს აქვეყნებს.

"დიდი სამძიმარი მინდა გამოვხატო ქალბატონ როენა ხუცურაულის გარდაცვალების გამო. აქ ფეიბუქკზე იყო მეგობრებში და მისგან ბევრი სითბო და სიმპათიის გამოხატვა მახსოვს.ნათელი დაადგეს."

ცნობისთვის,თბილისში, სასტუმრო "მამიდას“ მფლობელი,  როენა ხუცურაული საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

გარდაცვალების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია,

 როენა ხუცურაული შსს-მ 2019 წელს  პროსტიტუციის ხელშეწყობის და პროსტიტუციისთვის ფართის გადაცემის ბრალდებით, თბილისში  დააკავა.