საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლის იუბილის აღსანიშნავად, 26 მაისს საუდის არაბეთში საქართველოს დროშის ფერებში რიადის ყველაზე მაღალი შენობა Kingdom Tower განათდა,– ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
სამინისტროს ცნობით, დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ საზეიმო მიღებას საქართველოს საელჩო საუდის არაბეთში 27 მაისს გამართავს, რომელსაც ადგილობრივი ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსისა და ქართული დიასპორის წარმომადგენლები დაესწრებიან.