საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური 2024 წლის ძირითადი დემოგრაფიული მაჩვენებლების შესახებ აქვეყნებს მონაცემებს.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის თანახმად, 2024 წელს, საქართველოში ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობამ 39 483 ბავშვი შეადგინა, რაც წინა წლის ოდენობაზე 1,8 %-ით ნაკლებია.  

2024 წელს, 2023 წელთან შედარებით, გარდაცვლილთა რიცხოვნობა 2,8 პროცენტით გაიზარდა და 43 971 ერთეული შეადგინა.

2024 წელს, საქართველოში დაფიქსირდა უარყოფითი ბუნებრივი მატება (სხვაობა ცოცხლად დაბადებულთა და გარდაცვლილთა რიცხოვნობას შორის) და -4 488 ერთეულით განისაზღვრა.

2024 წელს, საქართველოში ზედიზედ მეხუთედ დაფიქსირდა უარყოფითი ბუნებრივი მატება

ცოცხლად დაბადებულთა რაოდენობა 2020-2024 წლების განმავლობაში:

2020 – 46 520
2021 - 45 946
2022 - 42 319*
2023 - 40 214
2024 - 39 483

გარდაცვლილთა რაოდენობა 2020-2024 წლებში:

2020 – 50 537
2021 - 59 906
2022 - 49 118
2023 - 42 756
2024 - 43 971

ბუნებრივი მატება 2020–2024 წლებში:

2020 მინუს 4 017
2021 მინუს 13 960
2022 მინუს 6 799
2023 მინუს 2 542
2024 მინუს 4 488

* საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2023 წლის ძირითადი დემოგრაფიული მაჩვენებლების შესახებ გამოქვეყნებულ მონაცემებში მითითებულია ცოცხლად დაბადებულთა აღნიშნული ოდენობა, ამჟამად საიტზე ატვირთულ მონაცემებში ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობა შემცირებულია 18-ით, გარდაცვალების და ბუნებრივი მატების მაჩვენებლები კი უცვლელია.