ეს ჯილდო მას იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტმა სერჯო მატარელამ იტალიური საოპერო ხელოვნების  საქართველოში გავრცელებისა და პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი წვლილისა და ორ ქვეყანას შორის მჭიდრო ურთიერთობების ხელშეწყობისთვის მიანიჭა. 

ორდენი იანო ალიბეგაშვილს იტალიის რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში, მასიმილიანო დ'ანტუონომ გადასცა.


აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნის წინ, კულტურის მინისტრ თინათინ რუხაძის ინიციატივითა და საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის წარდგინებით, პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა იანო ალიბეგაშვილი, კულტურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, საქართველოს სახელმწიფო ჯილდოთი - ღირსების ორდენით დააჯილდოვა.