სანდრა რულოვსმა მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივა მედში" მოინახულა. როგორც სანდრა რულოვსი სოციალურ ქსელში წერს, მიხეილ სააკაშვილის მონახულება, მხოლოდ 2 წლის შემდეგ შეძლო.
„ორი წელიწადი დამჭირდა მანამ, სანამ ფსიქოლოგიურად შემეძლო მიშას მონახულება. დღეს შედგა ჩვენი ხანგრძლივი შეხვედრა და გულწრფელი საუბარი. ვუსურვებ მას თავისუფლებას, ჯანმრთელობას და ბედნიერებას. ჩვენ ერთად აღარ ვართ“,- წერს სანდრა რულოვსი.