სახალხო დამცველის აპარატი ახალ მისამართზე გადავიდა. 2024 წლის 30 დეკემბრიდან თბილისის ოფისი  მუშაობას ირაკლი ფაღავას 6 ნომერში განთავსებული შენობიდან განაგრძობს. 

შენობა მეტრო ავლაბრის უკან მდებარეობს, ოფისს მთავარი შესასვლელი კი ცისკრის ქუჩის  მხრიდან აქვს.

ინფორმაციას სახალხო დამცველის საზოგადოებასთან ურთიერთობის და ღონისძიებების მართვის სამმართველო ავრცელებს.