2024 წლის 9 დეკემბერს საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ევროკავშირის ელჩს საქართველოში პაველ ჰერჩინსკის შეხვდა.

შეხვედრაზე ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები, გამოხატვის თავისუფლების დაცვის თვალსაზრისით არსებული გამოწვევები, სამართალდამცავთა მხრიდან ძალის გადამეტების ფაქტები განიხილეს.

ისაუბრეს ასევე, საპროტესტო აქციებზე დაკავებულთა და დაშავებულთა მდგომარეობაზე და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ მათი საქმეების შესწავლის მიმდინარეობაზე.