საარჩევნო ადმინისტრაცია ელექტრონულ ტექნოლოგიებს სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლებს ეტაპობრივად აცნობს. ამომრჩეველთა ინფორმირების კამპანიის ფარგლებში, ადმინისტრაციის წარმომადგენლები ფინანსთა სამინისტროს სისტემის თანამშრომლებს შეხვდნენ და დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვასთან დაკავშირებით საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ განხორციელებული საქმიანობის შესახებ.
შეხვედრის ფარგლებში ასევე გაიმართა იმიტირებული კენჭისყრა, სადაც დაინტერესებულმა პირებმა პრაქტიკაში გამოცადეს - ვერიფიკაციისა და ხმის დათვლის აპარატების მუშაობა.
საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში შეხვედრები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს სახელმწიფო სტრუქტურებში, საგანმანათლებლო დაწესებულებებში, ასევე ხალხმრავალ ადგილებში - მეტროსადგურებში, იუსტიციის სახლებსა და შსს მომსახურების სააგენტოს ფილიალებში.