ე.წ. ცესკო-ს თავმჯდომარემ, დიმიტრი მარშანმა განაცხადა, ე.წ. საარჩევნო სიაში 134 ათასი ადამიანია.
ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში სეპარატისტული რეჟიმის ხუთი წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას: ბადრა გუნბა, ოლეგ ბარციცი, რობერტ არშბა, ადგურ არძინბა და ადგურ ხურხუმალი.
ე.წ. ცესკოს წრმომადგენლის თქმით, „საარჩევნო უბნები ქალაქ სოხუმში, გაგრის, გუდაუთის, სოხუმის, გულრიფშის, ოჩამჩირის, ტყვარჩელისა და გალის რაიონებში გაიხსნება“.
საოკუპაციო რეჟიმი ე.წ. საარჩევნო უბნების გახსნას რუსეთში და თურქეთში გეგმავს.
გავრცელებული ინფორმაციით, ე.წ. საარჩევნო უბნები – რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში და ქალაქ ჩერკესკში, თურქეთში კი საქარიის პროვინციის ქალაქ ადაფაზარიში გაიხსნება.