14 თებერვალს ქუთაისში +6 გრადუსი და წვიმიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +0 გრადუსი იქნება. ოზურგეთში წვიმიანი ამინდია ნავარაუდევი.
დღისით +9 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი -1. ბათუმშიც წვიმაა მოსალოდნელი, დღისით ჰაერი +7 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +2 გრადუსი დაფიქსირდება.
ნალექიანი დღეა ფოთშიც. დღისით +8 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +3 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდშიც ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. დღისით ტემპერატურა +12 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი -2 გრადუსია ნავარაუდევი.
წვიმაა მოსალოდნელი სოხუმშიც. +6 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +3 გრადუსი დაფიქსირდება.
მესტიაში დღეს თოვლია მოსალოდნელი. დღისით 0 გრადუსი იქნება, ღამით კი -11 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმა და თოვლია ერთდროულად მოსალოდნელი ამბროლაურში, ჰაერი +4 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -3 გრადუსი დაფიქსირდება.
ჭიათურაშიც თოვლია მოსალოდნელი. დღისით +5 გრადუსი, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება. თოვლი იქნება ახალციხეშიც, დღისით ჰაერი +3 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა -10 გრადუსამდე დაიწევს.
ბორჯომშიც თოვლს ელოდებიან, +4 იქნება დღისით, ღამით კი -8 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში თოვლია მოსალოდნელი, დღისით -1 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -14 გრადუსი დაფიქსირდება.
ითოვებს გორშიც, სადაც დღისით +5 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი -3 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალშიც თოვლია მოსალოდნელი. დღისით ჰაერს ტემპერატურა +4 გრადუსი იქნება, ღამით კი -4 გრადუსი დაფიქსირდება.
გუდაურში ითოვებს. დღის განმავლობაში -1 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -12 გრადუსი იქნება. ომალოში დღისით 0, ღამით კი -13 გრადუსი დაფიქსირდება.
ლაგოდეხში უნალექო დღეა მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +8 გრადუსი იქნება, ღამით კი 1 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში მზიანი ამინდია მოსალოდნელი. +7 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი -2 გრადუსია ნავარაუდევი.
გურჯაანშიც მზიანი დღეა მოსალოდნელი. დღისით +7 გრადუსი, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში დღისით +8 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -1 გრადუსი დაფიქსირდება.
რუსთავში დღისით +8 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება.
თბილისში მზიან ამინდს ვარაუდობენ. ჰაერის ტემპერატურა დღისით +8 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი 0 გრადუსი იქნება.