როდის და როგორ უნდა ამოვბეჭდოთ საგამოცდო ბარათი -საგამოცდო ბარათის მიღების ინსტრუქცია

1560751185
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ცნობით, აბიტურიენტები ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის საგამოცდო ბარათების ამობეჭდვას 20 ივნისიდან შეძლებენ.
"საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა შესაძლებელი იქნება 20 ივნისის შემდეგ.
ამისათვის, ნებისმიერ ხელმისაწვდომ კომპიუტერზე, პირად გვერდზე (სადაც ირჩევთ გამოცდებს, საგანმანათლებლო პროგრამებს, ნახულობთ შედეგებს) უნდა გამოიყენოთ ღილაკი - „დაბეჭდეთ ბარათი“.
ბარათზე მითითებული იქნება შემდეგი ინფორმაცია: საგამოცდო ცენტრის მისამართი, თითოეული გამოცდის თარიღი, გამოცდაზე რეგისტრაციის დაწყების დრო.
მნიშვნელოვანია, რომ საგამოცდო ბარათზე მოცემული ყველა ინფორმაცია დაბეჭდილი იყოს მკაფიოდ, ხარვეზების (წყვეტა, ლაქები და ა.შ) გარეშე.
საგამოცდო ბარათი პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად იქნება თქვენი საშვი მთელი საგამოცდო პროცესის განმავლობაში",-განმარტავენ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში.