თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გუშინ ტესტირება 15 პაციენტს ჩაუტარდა და ყველა მათგანის შემთხვევაში უარყოფითი პასუხი მიიღეს, – ამის შესახებ რესპუბლიკური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა, ლევან გოფოძემ განაცხადა.
ამჟამად რესპუბლიკურ საავდმყოფოში დაკვირვების ქვეშ 36 პაციენტი იმყოფება, მათგან ერთი კოვიდ 19-ით ინფიცირებულია. „მხოლოდ ერთია კოვიდინფექციით დადასტურებული პაციენტი. დანარჩენები იმყოფებიან დაკვირვების ქვეშ. გუშინ ტესტირება ჩაუტარდა 15 პაციენტს და 15-ვესთან ნეგატიური პასუხი მოვიდა“,- განაცხადა გოფოძემ. გოფოძის განმარტებით, დღეს კიდევ დაახლოებით 16 პაციენტს ჩაუტარდება კვლევა და პასუხები მოგვიანებით გახდება ცნობილი.