რა სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს საგამოცდო გელიანი კალამი და რა არის მისი ღირებულება

1560672383
2019 წლის ერთიან ეროვნული გამოცდებზე აპლიკანტებს, ეძლევათ საშუალება, ერთიან ეროვნულ გამოცდაზე საკუთარი კალმები გამოიყენონ.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ცნობით, იმისთვის, რომ აპლიკანტმა გამოცდაზე საკუთარი ტუშის (გელის) კალამის გამოყენება შეძლოს, ამისთვის იგი უნდა აკმაყოფილებდეს შედეგ პირობებს:
ტუში (გელის) კალამი უნდა იყოს აუცილებლად შავი ფერის, ასევე უნდა ჰქონდეს 0,5 მმ-დან 0,7 მმ-მდე ბურთულიანი წვერი.
სურვილის შემთხვევაში 2019 წელს მონაწილეებს გამოცდებზე საკუთარი კალმის შეტანა შეეძლებათ, თუმცა ცენტრი წელსაც უზრუნველყოფს ყველა მონაწილეს ტუშის (გელის) კალმებით.
ტუშის (გელის) კალმების შეძენა შესაძლებელია ნებისმიერ საკანცელარიო მაღაზიაში. როგორც ერთ-ერთ მაღაზიათა ქსელში განაცხადეს გელიანი კალმების ფასი 1.50 თეთრს შეადგენს.
ცნობისთვის, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრის მიხეილ ბატიაშვილის ბრძანებით დამტკიცდა და გამოქვეყნდა 2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების განრიგი.აბიტურიენტებისთვის გამოცდები 1 ივლისს დაიწყება და 23 ივლისს დასრულდება.
მასალა მოამზადა თეონა ციხიშვილმა.