2018 წლის ერთიან ეროვნული გამოცდებზე აპლიკანტებს, წელს პირველად ეძლევათ საშუალება, გამოცდაზე საკუთარი კალმები გამოიყენონ.

როგორც „აიპრესს" შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში  განუცხადეს, იმისთვის, რომ აპლიკანტმა გამოცდაზე საკუთარი ტუშის (გელის) კალამის გამოყენება შეძლოს, ამისთვის იგი უნდა აკმაყოფილებდეს შედეგ პირობებს:

ტუში(გელის) კალამი უნდა იყოს აუცილებლად შავი ფერის, ასევე უნდა ჰქონდეს 0,5 მმ-დან 0,7 მმ-მდე ბურთულიანი წვერი.

სურვილის შემთხვევაში 2018 წელს მონაწილეებს გამოცდებზე საკუთარი კალმის შეტანა შეეძლებათ, თუმცა ცენტრი წელსაც უზრუნველყოფს ყველა მონაწილეს ტუშის (გელის) კალმებით.

შეგახასენებთ, რომ კალმები იყიდება ნებისმიერ საკანცელარიო მაღაზიაში, როგორც „ბიბლუსის“ მაღაზიათა ქსელში განაცხადეს გელიანი კალმების ფასი 1,95-4,5 ლარამდე მერყეობს.

2018 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები 2 ივლისს დაიწყება და 26 ივლისამდე გაგრძელდება.