ქიმიის საერთაშორისო ოლიმპიადაზე ქართველმა მოსწავლეებმა ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს

1564459553
პარიზში ამ წუთებში დასასრულს უახლოვდება ქიმიაში მოსწავლეთა შორის 51-ე საერთაშორისო ოლიმპიადის დახურვის ცერემონიალი.
ოლიმპიადაზე დამკვირებლის სტატუსით მონაწილე 6 და 80 სრულფასოვანი წევრი-ქვეყანა იყო წარმოდგენილი.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში იყვნენ:
ნინი აბესაძე (თბილისის პირველი ექსპერიმენტული საჯარო სკოლა, მე-11 კლასი)
საბა გოგიჩაიშვილი (ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის №199 საჯარო სკოლა, მე-12 კლასი)
გვანცა მარგველაშვილი ( ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის №199 საჯარო სკოლა, მე-12 კლასი)
ლაშა ხუციშვილი ( თბილისის №186 საჯარო სკოლა, მე-12 კლასი)
საქართველოს მოსწავლეთა ნაკრები ქიმიის საერთაშორისო ოლიმპიადებზე წელს მეექვსედ იღებდა მონაწილეობას. ნაკრების აქტივში დღემდე 7 ბრინჯაოს მედალი და ერთი წამახალისებელი დიპლომი იყო. დღეს მედლების რაოდენობა ორით გაიზარდა.
გამარჯვებულთა შორის დასახელდნენ და ბრინჯაოს მედლები გადაეცათ ქართველ მოსწავლეებს ლაშა ხუციშვილს და საბა გოგიჩაიშვილს.