ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის დაზიანების შემთხვევებზე ფულადი ჯარიმები დაწესდება

1618209499
საქართველოში ქარსაფარი ზოლების მოწყობასთან დაკავშირებით ახალი საკანონმდებლო ცვლილებები მომზადდა, რომლის ინიცირება პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდება.
ცვლილებების მიხედვით, ქარსაფარ (მინდორდაცვით) ზოლში მწვანე ნარგავების მოსპობა ან დაზიანება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მათი ზრდის შეწყვეტა გამოიწვევს დაჯარიმებას – 500 ლარის ოდენობით. თუ ამ ქმედების განმეორებით ჩადენა მოხდება, ეს გამოიწვევს დაჯარიმებას – 2 000 ლარის ოდენობით. ქარსაფარ (მინდორდაცვით) ზოლში ხე-ბუჩქნარის გაჩეხა კი გამოიწვევს დაჯარიმებას – 1 000 ლარის ოდენობით.
პროექტით განიმარტება, რომ ქარსაფარი ზოლი შეიძლება, იყოს სახელმწიფოს, მუნიციპალიტეტის და კერძო საკუთრებაში და იგი განუყოფელია მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლებისგან.