თბილისის მერის კახა კალაძის წინააღმდეგ “ლეიბორისტული პარტიის” წევრმა და ცხოველთა უფლებადამცველმა ლაშა ჩხარტიშვილმა პროკურატურაში საჩივარი შეიტანა.
ლაშა ჩხარტიშვილი მუქარად აფასებს კახა კალაძის განცხადებას, სადაც დედაქალაქის მერი მიუსაფარი ძაღლების შესაძლო დახოცვის გამო გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა.
როგორც "აიპრესს" გენერალურ პროკურატურაში განუცხადეს: "დანაშაულის ნიშნების არ არსებობის გამო, გამოძიება არ დაიწყება."
შეგახსენებთ, კახა კალაძემ განაცხადა: ტყუილები, თითქოს ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო მიუსაფარ ცხოველებს ხოცავს, თბილისის მერიის დისკრედიტაციას და საზოგადოებაში ნეგატიური მუხტის გაჩენას ემსახურება
ასევე, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს განცხადებით, აღმაშფოთებელია ცილისწამება, თითქოს სამარხში ცოცხალი, სპეციალურად დაძინებული ძაღლები არიან განთავსებული








