საქართველოს პრეზიდენტმა ილია თოფურიას ღირსების ორდენით დაჯილდოების ცერემონიალზე სიტყვით მიმართა:

„ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მომეცა საშუალება გადმოგცეთ ეს ჯილდო, რომელიც სამაგალითოა ბევრ ასპექტში. ეს არის მაგალითი ახალგაზრდებისთვის, თუ რა სიმაღლეებს შეიძლება მიაღწიო. ეს იქნება საქართველოში თუ საზღვარგარეთ, იმიტომ რომ სპორტი არის საერთაშორისო დარგი, საიდანაც არ უნდა იწყებდე, მთავარია, რომ ახვიდე ყველაზე მაღალ ადგილზე და ამის მაგალითი ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის და ახალგაზრდებისთვის იმ დროს, როცა უნდა გაიგონ, რომ ჯანსაღი ცხოვრება და სპორტი არის ამის განსახიერება.
არანაკლებად მნიშვნელოვანი ასპექტია, რომ თქვენ მოისურვეთ, რომ დროულად შენარჩუნებულიყო საქართველოს მოქალაქეობა. ესეც არის დღევანდელ დღეს ძალიან სერიოზული გზავნილი ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც ცხოვრობს უცხოეთში“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

ილია თოფურიამ აღნიშნა, რომ მისთვის დიდი პატივია ღირსების ორდენის მიღება.

„ძალიან დიდი პატივია ამ ტიტულის მიღება ჩემთვის - წავედი საქართველოდან, როგორც ჩვეულებრივი მოქალაქე, დღეს აქ რომ ვბრუნდები თქვენს წინაშე და ასეთი სახის ტიტულს რომ ვიღებ, სიამაყით მავსებს. მადლობა მინდა, გადაგიხადოთ ასეთი კარგი სიტყვებისთვის“, - თქვა ილია თოფურიამ.