დღეს, 25 მარტს, საქართველოს პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის ახალ სასტუმროს – „ახაშენი ღვინის კურორტი“ გახსნის, რომელიც კახეთში, გურჯაანის რაიონის სოფელ ახაშენში მდებარეობს.
Akhasheni Wine Resort სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“, DCFTA -სა (ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულების ფარგლებში მოქმედი მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების პროექტი) და „საქართველოს ბანკის“ თანადაფინანსებით აშენდა.
სასტუმრო სრულად არის ადაპტირებული შშმ პირთათვის.
ამასთან, „ახაშენი ღვინის კურორტი“ ადგილობრივ და უცხოელ ტურისტებში ქართული ღვინის უძველეს, 8 000–წლოვან ისტორიას გაუწევს პოპულარიზაციას.
პროექტის საინვესტიციო ღირებულება 7,5 მლნ ლარია