ამ ეტაპზე წირვა-ლოცვის ჩატარება შეჩერებულია, უნდა ვიფიქრო, მაგრამ ვბრუნდები ტაძარში და მეუფე შიოს დახმარებით, დავაარსებთ სამრევლო სკოლას, ლექციებს წავიკითხავ საწართველოს ისტორიაში, კატეხიზმოსა და ქართულ ლიტერატურაში! - ამის შესახებ წმ. სინოდის გადაწყვეტილებით, მღვდელმსახურება შეჩერებული დეკანოზი პეტრე კვარაცხელია )კოლხი სოციალურ ქსელში წერს:
"არ ვიქნები მართალი, რომ ეს არ ვთქვა… ვიცი, უამრავ ადამიანს აინტერესებს და განსაკუთრებით მათ, ვინც ჩემი ახლობელია, მეგობარი და ტაძრის წევრი…დღეს ვიყავი საპატრიარქოში მისული, შეხვედრა მქონდა წმინდა სინოდის წევრებთან… საუბარს ესწრებოდნენ: მეუფე შიო, მეუფე იოანე, მეუფე ანდრია, მეუფე თეოდორე, დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე, დეკამოზი ლონგინოზ სუარიშვილი.მადლიერი ვარ ყველა მათგანის, მათაც ვუთხარი, მაგრამ საჯაროდაც მსურს მადლიერება გამოვხატო… მეტი გაგება, მოსმენა და მსჯელობა უბრალოდ, შეუძლებელია… ბევრი დაფიქრება და ანალიზი მჭირდება, სად და როგორ მინდა ვიყო… მეუფე შიო ყოველთვის გამოირჩევა გულისხმიერებით და გაგების უნარით… ამ ეტაპზე წირვა-ლოცვის ჩატარება შეჩერებულია, უნდა ვიფიქრო, მაგრამ ვბრუნდები ტაძარში და მეუფე შიოს დახმარებით, დავაარსებთ სამრევლო სკოლას, ლექციებს წავიკითხავ საწართველოს ისტორიაში, კატეხიზმოსა და ქართულ ლიტერატურაში!…Lela Merabishvili, ყველაზე მეტად შენ გილოცავ, ვიცი, რა ბედნიერი იქნები… ანასაც უთხარი და დანარჩენებსაც, ვისაც ახარებს ეს ფაქტი!…მადლობა იესოს და ყველას, ვინც დღეს შემხვდა!.."