საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, ილია მეორის სახელით საპატრიარქოს ვებგვერდი მსახიობ თენგიზ არჩვაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილს აქვეყნებს: 

"ბატონ თენგიზ არჩვაძის გარდაცვალებამ ყველას დასწყვიტა გული. იგი იყო იმ გამორჩეულ  და დიდ მსახიობთა იშვიათი  წარმომადგენელი, რომლის მიერ შესრულებული როლებიც მისი ხასიათის თვისებებს შეესაბამებოდა და მეგობრობის, ვაჟკაცობის, ერთგულების, თავმდაბლობის, სიკეთისა და სიყვარულის მაგალითებად იქცა. ამიტომაც ამბობდა: მთელი ცხოვრება ვემსახურებოდიო ღმერთს.

აღვავლენთ ლოცვებს მისი უკვდავი სულისათვის, რათა უფალმან სავანე მართალთა დაუმკვიდროს, ხოლო ოჯახის წევრებს, ახლობლებს და ყველა გულშემატკივარს მომადლოს მშვიდობა და ბატონი თენგიზისთვის ლოცვის ძალა."