გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორეს მოსაყდრე მეუფე შიო მოწამლეს. თუმცა, ამ დრომდე ოფიციალური ინფორმაციას საპატრიარქოს ამასთან დაკავშირებით არ გაუკეთებია. 

„არანაირი ინფორმაცია არ მაქვს, შემთხვევით გავიგე წუხელ, გვიან. ტელევიზიაში უთქვამთ და დამირეკეს. ალბათ, გაკეთდება ახლა განცხადება, თვითონ მეუფე ჯერ არ პასუხობს, ვერ ვაწუხებ.

მისი ექიმი არ ვარ, უბრალოდ ადამიანური ურთიერთობა მაქვს, მის ჯანმრთელობაზე ინფორმაცია არ მაქვს. თვითონ პოსტკოვიდურ მდგომარეობაში ვარ და სახლიდან ვმუშაობ, ამიტომ ვერც გეტყვით, ბოლოს როდის ვნახე.

კარგად გრძნობს თავს. დავრეკე და მითხრეს, რომ აბსოლუტურად კარგად ბრძანდება. რაც მთავარია, ეს კი გავიგე, უამისოდ ვერ მოვისვენებდი და დანარჩენი არაფერი ვიცი. ეს ისტორია რა იყო, რა არის, არაფერი ვიცი“,- განაცხადა ცისანა შარტავამ.