საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ მსჯავრდადებულ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს მესამე წერილი მისწერა.

"ბატონო მიხეილ, გულითად მადლობას გიხდით აღსაყდრების დღის მოლოცვისათვის, მეც გილოცავთ დაბადების დღეს და დამდეგ შობა-ახალ წელს.

გისურვებთ ჯანმრთელობას, მხნეობასა და, პირველ რიგში, ღვთის შეწევნას თქვენს სულიერ ძალთა განსამტკიცებლად და ჭეშმარიტი სხვა რეალობის შესაცნობად", - აღნიშნულია წერილში,რომელიც მესამე პრეზიდენტს ილია მეორემ 4 დღის წინ გაუგზავნა.

წყარო "მთავარი არხი"