ყოვლაწმიდა სამების საკათედრო ტაძარში დასრულდა საკვირაო ლიტურგია და პარაკლისი, რომელიც წმინდა ქეთევან დედოფლის ნაწილის საქართველოში ჩამობრძანებასთან დაკავშირებით, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ აღავლინა.

უწმიდესმა მადლობა გადაუხადა ყველა იმ ადამიანს ვინც იპოვა ქეთევან დედოფლლის წმინდა ნაწილები. მან ასევე მადლობა გადაუხადა კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრს მიხეილ გიორგაძეს იმ ღვაწლისთვის, რომელიც მან გასწია საჩუქრად ღვთისმშობლის ხატი გადასცა. 

"გილოცავთ ამ დიდებულ დღეს, საკვირველ არს საქმენი უფლისანი. დიდ ხარ შენ უფალო და საკვირველი არიან საქმენნი შენნი. ძალიან ხშირად მეკითხებიან, რომ რატომაა ქართველი ხალხი ასეთი მორწმუნე, ასეთი რელიგიური ერი.

ერი რომელსაც ჰყავს ამდენი წმინდანი, ამდენი მოწამე, 100 ათასი მოწამე, თამარ მეფე წმინდანი, წმინდა ქეთევანი, როგორ შეიძლება ურწმუნო იყოს და ჩვენ ვმადლობთ უფალს, რომ უფალი გვაძლევს ჩვენ ძალას და მადლს. აი დღეს მთელი ქართველი ხალხი თითქოს შეუერთდა ცას. ცა და ქვეყანა გამთლიანდა და ზეიმობს. ზეიმია ცასა და ქვეყანასა ზედა. ჩვენთან დაბრუნდა ჩვენი საყვარელი დედოფალი, მისი უდიდებულესობა ქეთევან დედოფალი", - ბრძანა პატრიარქმა.