დიდუბის პანთეონის დირექტორი, ბადრი ქუთათელაძე გადაცემა "პრიორიტეტში" საუბრობს პანთეონის მახათას მთაზე გადატანაზე და აცხადებს, რომ ეს უწმინდესისი კურთხევით მოხდება. მისი განცხადებით, დიდიუბის პანტეონი მოსახლეობიდან 300 მეტრის სიშორით არ არის და ამიტომ ეს სტანდარტების დარღევაა.

"100 ადგილი კიდევ არის დარჩენილი. დადგენილია რომ ან ერთადგილიანი უნდა იყოს ან ორადგილიანი. ეს ტრადიციად მოდიოდა. თუ კი არის ორადგილიანი ე.ი მეუღლეს ეკუთვნის ეს ადგილი. ახლა ამას ვერავინ ვერ შეცვლის.

როცა დაიწყო მახათას მთაზე საუბარი მაშინ ქალაქის ხელმძღვანელობამ სთხოვა უწმინდესობას თუ შეეძლო ამობრძანებულიყო და შეხვედრა მოწყობილიყო მახათას მთაზე. ასეც მოხდა, მობრძანდა უწმინდესობა, მოისმინა ჩვენგან რა ტერიტორიაა, დიდუბე ახლა არის 5 600 კვადრატული მეტრი, ხოლო მახათაზე გამოყოფილია 17 500 კვადრატული მეტრი. მივიღეთ კურევა. ახლა იმაზეა საუბარი რომ შორია. არავითარი შორი არ არის. არსებობს სტანდარტი, რომ საცხოვრებელი ადგილიდან 300 მეტრი მაინც უნდა იყოს პანთეონი და სასაფლაო. ამ სტანდარს ახლა დიდიუბეში ვერავინ ვერ დაიცავს", - განაცხადა ბადრი ქუთათელაძემ.