სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, იზოლატორებსა და კლინიკებში 268 პირი მოინახულეს, საიდანაც არასათანადო მოპყრობაზე 191 მოქალაქე მიუთითებდა.
„28 ნოემბრიდან 5 დეკემბრის ჩათვლით, სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა დროებითი მოთავსების იზოლატორებსა და კლინიკებში 268 პირი მოინახულეს. მათგან არასათანადო მოპყრობაზე მიუთითებდა 191 მოქალაქე, ხოლო ხილული დაზიანებები აღენიშნებოდა 138 პირს“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.