მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ სასამართლო სხდომაზე დასკვნითი სიტყვის წარმოთქმისას განაცხადა, რომ ნინო ნადირაძის კავშირი შპს „ვივამედთან“ წერილობითი სახის მტკიცებულებები არ დასტურდება.
"დღეს ჩვენ წარმოვადგინეთ საჯარო რეესტრის ამონაწერი, ბოლო 10 წლის განმავლობაში ნინო ნადირაძე არ ფიქსირდება კლინიკა „ვივამედში“ არანაირ თანამშრომლად, მით უმეტეს დირექტორად, – აღნიშნა ხაჭაპურიძემ.
განცხადებას ადრესატი, ნინო ნადირაძე სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და აღნიშნა:
"კი შალვა, არც რეანიმაცია არ გვაქვს, ხელფასსაც ისე ვიღებ და, ალბათ, გერჩივნა, საერთოდაც არ დავბადებულიყავი, მაგრამ, რას იზამ გავჩნდი, ეს ოხერი, ჩემს შრომით ხელშეკრულებას გამოგიგზავნი ფოსტით, ან შემოირბინე ადმინისტრაციაში, ხშირად დარბიხარ ხოლმე ჩვენს საპირფარეშოში🙏🙈 როდესმე სიმართლეს ამბობ ხოლმე?"