ნინა წკრიალაშვილი: ვანო მერაბიშვილი იმიტომ მომწონს, რომ ქვეყანაში უსაფრთხოება იყო!!!!

1595600492
"კიდე არ მოგწონთ მიშა და ვანო??? მაგრა მკიდია ვინ როგორ გამლანძღავს. ხალხო გაიღვიძეთ!!!!!! ხვალ შეიძლება ჩვენი შვილები მოკლან!!!!!", - ეს პოსტი მომღერალმა ნინა წკრიალაშვილმა 2 დღის წინ სოციალურ ქსელში დაწერა.
სოციალური ქსელის ერთ-ერთმა მომხმარებლებმა, კომენტარებში დაუწერა: "როგორ შეიძლება ვანო მოგწონდეს, ნინ როცა მისმა მეუღლემ ადამიანი მოაკლევინა წამებით და მერაბიშვილმა ამას ყველაფერს ხელი დააფარა??? მკვლელები მოგწოონთ თუ რა ხდებაა ???".
რაზეც წკრიალაშვილმა უპასუხა: "ნუ მივარდებით ჩემს გვერდზე, დავიწყოთ აქედან, ათასი გამოძიება ჩატარდა ბოლო წლებშიც და ვერაფრით ვერ დამტკიცდა რასაც თქვენ ამბობთ ახლა. საკუთარი თვალით ნახეთ???? ეს აბსოლიტურად სხვა თემაა. ძალიან სამწუხაროა მაშინ რაც მოხდა, ძალიან ვწუხვარ, იქ არავინ არ მოაკვლევინა. გეთანხმებით მოხდა ძალის გადამეტება,მაგრამ იმ საწყალ ბიჭს ისეთი სიმთვრალე ქონდა თქვენს მაგიდასთან რომ იგივე გაეკეთებინა ნებისმიერს, შეიძლება თქვენ მართლა იქვე მოგეკლათ. ვანოს მეუღლე რა შუაშია იქ. და ვანო იმიტომ მომწონს რომ ქვეყანაში უსაფრთხოება იყო!!!! უმძიმესი ვითარებიდან მინიმუმდე დაიყვანა კრიმინალის მაჩვენებელი, თავის ყველა თანამშრომელზე ზრუნავდა და ყველა გიჟდებოდა თავის მინისტრზე. კიდევ რა გაინტერესებთ???".