ნანგრევებიდან გამოყვანილი ბავშვის მდგომარეობა, რომლის ფოტოც გავრცელდა, სტაბილურია. ბავშვი ნანგრევებიდან მაშველებმა გამოიყვანეს.
დიღომში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებულ ერთერთ მოზარდს იაშვილის კლინიკაში ოპერაცია უტარდება. დაშავებულების მოსანახულებლად ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო მივიდა. სერგეენკოს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია. "პაციენტებს ვნახავ და დეტალებს სემდეგ გეტყვით,"- განუცხადა მინისტრმა ჟურნალისტებს. მოგვიანებით, ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ ინფორმაციით დაშავებულია 5 მოზარდი. ამათგან, ერთი ღუდუშაურის კლინიკაშია მოთავსებული, სამი იაშვილის კლინიკაში, და ერთ დაშავებულს კიდევ წუთიწუთზე იაშვილის კლინიკაში შემოიყვანენ. "სამი აქ არის, მეოთხე გადმოყავს, ორს მსუბუქი ჭრილობები აქვს, რომელიც დამუშავდა, მესამე აქვს ქალის ტრანვა -თუმცა კონტაქტურია - არცერთის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მეოთხე ბავშვს წუთუწუთზე შემოიყვანენ,"-განაცხადა სერგეენკომ. შემთხვევის ადგილზე თბილისის მერი კახა კალაძე და პრემიერ მინისტრი მამუკა ბახტაძე მივიდნენ. შეგახსენებთ, დღეს, დიდ დიღომში, 9 სართულიან კორპუსში აფეთქება მოხდა. აფეთქების შედეგად 3 ადამიანი გარდაიცვალა,  5 ბავშვი კი იაშვილის კლინიკაშია გადაყვანილი. ფოტო "ინტერპრესი"