აკადემიკოსს, ენათმეცნიერსა და აღმოსავლეთმცოდნეს მზექალა შანიძეს 98 წელი შეუსრულდა.
„ჩვენ უნდა დავძლიოთ წარსულის ზედმეტი იდეალიზაცია, წინ გახედვის უუნარობა, უნდა შევიძინოთ შრომის, აზროვნებისა და ქცევის კულტურა. ეს ყველაფერი პროგრესია“.
დღეს ჩვენს საამაყო უნივერსიტეტელს, აკადემიკოსს, ენათმეცნიერსა და აღმოსავლეთმცოდნეს მზექალა შანიძეს 98 წელი შეუსრულდა.
ქალბატონ მზექალას 1953 წლიდან დღემდე არ გაუწყვეტია აქტიური კავშირი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან. აღზარდა და გზა გაუკვალა უამრავ ახალგაზრდას. მან სტუდენტთა მრავალი თაობის განსაკუთრებული პატივისცემა და სიყვარული დაიმსახურა.
იგი არის ავტორი 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომისა, მისი კვლევის სფერო ფართოა, ფუნდამენტურობით გამორჩეული, არაერთი ენის მცოდნე მრავალმხრივი მკვლევარია.მზექალა შანიძემ მრავალწლიანი გამორჩეული სამეცნიერო და პედაგოგიური მოღვაწეობით ფასდაუდებელი წვლილი შეიტანეთ ჩვენი ქვეყნის განვითარების საქმეში.იგი დღემდე ჩართულია საზოგადოებრივ ცხოვრებაში და ყველაფერი აინტერესებს, რაც ადამიანის, ენისა და ქვეყნის განვითარებას ეხება.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სახელით ვულოცავთ ქალბატონ მზექალას დაბადების დღეს! ვუსურვებთ ჯანმრთელობას, სიკეთეს, მხნეობას, უნივერსიტეტისა და ქართული მეცნიერებისთვის კვლავ ნაყოფიერ მოღვაწეობას - ნათქვამია თსუ-ის მისალოც წეილში.




