ბუნების უნიკალური ძეგლის სტატუსის მქონე მარტვილის კანიონს ათასობით უცხოელი თუ ადგილობრივი დამთვარიელებელის ჰყავს. ძეგლი მნიშვნელოვან ისტორიას ინახავს, რომლის შესახებ ბევრმა არ იცის. 

„ოფუცხოლე“ ასე ჰქვია ერთ-ერთ ადგილს მარტვილის კანიონზე. აქ საუკუნეების წინ კირქვით ნაშენები კიბეა, რომლითაც სამეგრელოს დედოფალი ეკატერინე ჭავჭავაძე მდინარე აბაშაში საბანაოდ დადიოდა. 

ადგილობრივები ამბობენ, რომ საუკუნეები წინ აქ გაუვალი ტყე და ერთ-ერთი საშიში ადგილი ყოფილა. ლეგენდის თანახმად, ამ ადგილზე მგზავრებს თავს აბრაგები ესხმოდნენ და ძარცვავდნენ. ამიტომ მეგრელებმა ამ ადგილს „ოფუცხოლე“ ანუ სწრაფად გადასარბენი ადგილი უწოდეს.

„ოფუცხოლეში“ მდინარე აბაშის ხეობაში სამეგრელოს მთავრები, დადიანები საქეიფოდ და საბანაოდ დადიოდნენ. 

მარტვილელები ამბობენ, რომ გადმოცემის თანახმად „ოფუცხოლეში“ მდინარე აბაშაზე დადიანებზე და ეკატერინე ჭავჭავაძეზე ადრე, გიორგი ჭყონდიდელთან აღსაზრდელად გამოგზავნილი დავით აღმაშენებელი ბანაობდა. 

დაცული ტერიტორიები სააგენტომ, რომელმაც 2016 წელს მარტვილის კანიონზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები ჩაატარა, დადიანების კიბე პირვალნედელი სახით შეინარჩუნა. რითიც ვიზიტორებს, ისტორიული კიბის ნახვის საშუალება აქვთ.