55 წლის ასაკში მსახიობი ზურა ბერიკაშვილი გარდაიცვალა. 

ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში მისი ახლობლები ავრცელებენ.

მსახიობი რამდენიმე თვის განმავლობაში საზღვარგარეთ მკურნალობდა.

ზურა ბერიკაშვილი 1990 წლიდან მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი იყო და არაერთი მნიშვნელოვანი როლი აქვს შესრულებული.