მოზარდ მაყურებელთა თეატრის შენობის წინ ნათელა მაჭავარიანის ვარსკვლავი გაიხსნება

1576497497
ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრის შენობის წინ ნათელა მაჭავარიანის ვარსკვლავი გაიხსენება
როგორც „აიპრესთან“ საქართველოს კულტურის პალატის პრეზიდენტი დავით ოქიტაშვილი აცხადებს, ნათელა მაჭავარიანის ვარსკვლავის გახსნის საზეიმო ღონისძიება 2019 წლის 18 დეკემბერს 20:00 საათზე გაიხსნება.
ოქიტაშვილი ამბობს, რომ მოზარდ მაყურებელთა თეატრის ადმინისტრაციამ წერილით მიმართა კულტურის პალატას.
„ჩვენ მოგვმართა თეატრის ადმინისტრაციამ, კომისიამ და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მოზარდამაყურებელთა თეატრის წინ გაიხსნას ქალბატონი მაჭავარიანის ვარსკვლავი“.
ცნობისთვის, 1974–1979 წლებში იყო თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობი. 1974–2009 წლებში თბილისის ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრის მსახიობი. გერმანიის საერთაშორისო ფესტივალზე ჟანა დარკის როლის შესრულებისთვის მიღებული აქვს ჯილდო და პრემია. ასევე სიგელი და პრემია სპექტაკლში „სადა ხარ სოფიკო“ — სოფიკოს როლის შესრულებისათვის.
ასევე, ნათელა მაჭავარიანი 2006 წლიდან სალომე ზურაბიშვილის პარტია „საქართველოს გზის“ პოლიტსაბჭოს წევრი იყო.
2010 წლის 30 მაისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ის „ალიანსი საქართველოსთვის“ საბურთალოს მე-5 ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატი, 2010 წლის მოწვევის თბილის საკრებულოს წევრი გახდა.