20 ნოემბრიდან, თბილისიდან 20 წუთის სავალზე, ბაზალეთის ტბის პირას, „სიდრის კლუბი ბაზალეთზე“  მიუსაფარი ძაღლებისთვის თბილი და მყუდრო სახლები მოეწყო და მათ დასახმარებლად სპეციალური მენიუც შედგა. სწორედ ამ დღიდან კლუბის ტერიტორიაზე მადლიერების სკივრი განთავსდა და ოთხფეხა მეგობრებისთვის უკვე რამდენიმე დღეა ერთგული მეგობრები უკვე ზრუნავენ. ყველას,  ვისაც მათთვის დახმარების სურვილი  აქვს  შესაძლებლობა აქვს სპეციალური დოგი ბეგის შეძენა მენიუდან და სკივრში განთავსება, რომლითაც მიუსაფარი ცხოველების გამოიკვებებიან. დოგი ბეგის გაყიდვიდან შემოსული თანხით კი მათ სამედიცინო მომსახურება და ჰიგიენური პროცედურები დაუფინანსდებათ.

20 ნოემბერს, მადლიერების დღესთან დაკავშირებით „სიდრის კლუბი ბაზალეთზე“

საქველმოქმედო აუქციონიც გაიმართა, სადაც მისულ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ  აუქციონზე  ნებისმიერი ნივთი, ნახატი თუ სამკაული გაეტანათ, ასევე შეეძინათ სხვა სტუმრის მიერ წარდგენილი ნივთი.

„მიუსაფარი ცხოველებისთვის გამართულ აუქციონზე 1200 ლარამდე შეგროვდა. თანხის ნაწილით უკვე მოხდა მათთვის საკვების შეძენა, სახლების აშენება, ნაწილი თანხით კი ვეტერინართან ვიზიტი და აუცილებელი პროცედურები დაუფინანსდათ. თავის ოთხფეხა მეგობრებთან მოსულმა სტუმრებმა სპეციალური მენიუდან „დოგი ბეგებიც“ შეიძინეს, და ამით ერთი მხრივ, საკუთარ ცხოველებს გემრიელი და ჯანსაღი საკვებით გაუმასპინძლდნენ, ხოლო მეორე მხრივ, დაეხმარნენ იმ მიუსაფარ ცხოველებს, ვისაც ზრუნვა ძალიან სჭირდება,“ - აღნიშნავს სიდრის კლუბი ბაზალეთზე დამფუძნებელი  ზაალ ხელაძე.

“სიდრის კლუბი ბაზალეთზე”  მწვანე იდეოლოგიის მქონე ბიზნესია, რომლის ფლაგმანი პროდუქტია,  ნულოვანი ემისიის საწარმოში ორგანული პრინციპებით მოპოვებული ხილის (ვაშლის, ჟოლო, ბროწეული, ფეიხო, მოცვი, კეხური, ალუბალი და სხვა.) წვენების ბუნებრივი ფერმეტაციის შედეგად წარმოებული დაბალალკოჰოლური სასმელი, შუშხუნა სიდრი და  იქვე დამზადებული ორგანული საკვებია. კლუბი  ბაზალეთის ტბის სანაპირო ზოლში მდებარეობს, მწვანე ინჟინერინგის პრინციპებზე აგებულ, საქართველოში პირველ რეგისტრირებულ მწვანე შენობაში.